სარფში მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველთა სიმრავლე იყო

სარფში მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველთა სიმრავლე იყო

სამართალდამცველთა სიმრავლე იყო სარფის გამშვებ პუნქტზე მთელი ღამის განმავლობაში. სარფში იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , ეს ფაქტი უკავშირდებოდა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე სარფის გავლით საქართველოში დაბრუნდებოდნენ.

სარფის გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე, თანმხლებ პირებთან ერთად. მათ ტერიტორია დილის 05:00 საათზე დატოვეს.
ინფორმაცია რომ დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე საქართველოში დაბრუნებას გეგმავდნენ გუშინ გავრცელდა, თუმცა ეს ინფორმაცია დათა ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა გუშინვე არ დაადასტურა.