ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა 15 აპრილის პრესკონფერენციაზე განაცხადა, სხდომა სახალხო დიპლომატიის საკითხებს შეეხება.

ქართული მხრიდან დელეგაციას ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე უხელმძღვანელებს.