საპარლამენტო უმცირესობა დღეს და ხვალ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო უმცირესობა დღეს და ხვალ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო უმცირესობა 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, ორი დღის განმავლობაში პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა , დავით ბაქრაძემ გუშინ, პარლამენტის სესიაზე, დებატების დროს განაცხადა.

მისი განმარტებით, უმცირესობა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას დღეს და ხვალ ვერ შეძლებს და ეს შეეხება კომიტეტებს და პლენარულ სხდომასაც. "ამიტომ, წინასწარ მინდოდა ამის თაობაზე ჩვენი კოლეგების ინფორმირება, რომ გაითვალისწინონ", - აღნიშნა ბაქრაძემ.