სარფის საბაჟოზე დათა ახალაიას, სოსო თოფურიძის და მეგის ქარდავას გამოჩენას ელიან

სარფის საბაჟოზე დათა ახალაიას, სოსო თოფურიძის და მეგის ქარდავას გამოჩენას ელიან

რამდენიმე წუთის წინ, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს სარფის საბაჟო პუნქტიდან აცნობეს, რომ უახლოეს საათებში დათა ახალიას, სოსო თოფურიძის და მეგის ქარდავას გამოჩენას ელიან.

ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანება“ განცხადებას ავრცელებს. გაერთიანების ინფორმაციით, მათ დააკავებენ და თბილისში გადმოიყვანენ. მჟავანაძის ცნობით, სარფის საბაჟოზე პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.