მიხეილ სააკაშვილი - ამერიკის ხელმძღვანელობის შიგნით როკის გვირაბის დაბომბვის გეგმა განიხილებოდა

მიხეილ სააკაშვილი - ამერიკის ხელმძღვანელობის შიგნით როკის გვირაბის დაბომბვის გეგმა განიხილებოდა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოს აფრთხილებდა, პროვოკაციას არ წამოგებოდა .

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" პრეზიდენტს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის იმ განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, კონდოლიზა რაისი აფრთხილებდა საქართველოს, რომ პროვოკაციას არ წამოგებოდა, რადგან აშშ საქართველოს გამო ომში არ ჩაერთვებოდა. სააკაშვილმა კი დაადასტურა, რომ ეს "ასე იყო".

"ეს არის მგონი ერთადერთი, რაშიც ეს ქალი არ ტყუის. ასე იყო. ჩვენ ამაზე ვეუბნებოდით: ჩვენ არ ჩავერთვებით, კონდი, ძვირფასო, მაგრამ თქვენ რას გააკეთებთ, ისინი თუ მოდიან მაინც?! მათი პასუხი იყო, რომ არა ჰგონიათ, მათ ეს გააკეთონ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, ამერიკის ხელმძღვანელობის შიგნით როკის გვირაბის დაბომბვის გეგმა განიხილებოდა. "ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს", - დასძინა მან.