ზურაბ აბაშიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

ზურაბ აბაშიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონს ვეტოს დაადებს. 

როგორც ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ამის თქმის საფუძველს ის განცხადებები აძლევს, რომელიც კეთდება უმცირესობისა და თავად პრეზიდენტის მხრიდან.

"ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს, თუმცა პარლამენტში არსებობს ვეტოს დაძლევის პრეცედენტი და ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ ვეტოს დაძლევას", - განაცხადა აბაშიძემ.

უმრავლესობის წევრის თქმით, მისთვის უცნაურია თუ რატომ არის უკმაყოფილება უმცირესობისა და პრეზიდენტის მხრიდან, მაშინ როდესაც სასამართლო იზიარებს იმ ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება.

საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, ჯერჯერობით, კომენტარი არ კეთდება.