საქართველოს მოსახლეობის 14% სამშობლოდან სამუდამოდ წავიდოდა

საქართველოს მოსახლეობის 14% სამშობლოდან სამუდამოდ წავიდოდა

Gallup World-ის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 14% სამუდამოდ წავიდოდა სამშობლოდან.

საერთაშორისო კვლვევითი ცენტრის, Gallup World-ის კვლევა 12 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში 2010-2012 წლებში ჩატარდა. გამოკითხვაში 15-წელს ზემოთ მყოფმა 41 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აღმოჩნდა, რომ სამშობლოს მიტოვების სურვილი ყველაზე მეტად სომხეთის მოქალაქეებს აქვთ. მათი მაჩვენებელი 40%-ია. სიაში მეორე ადგილი 32%-ით მოლდოვამ დაიკავა. მესამე ადგილზე 21%-იანი მაჩვენებლით უკრაინა გავიდა.

საქართველოს მსგავსად, რუსეთისა და აზერბაიჯანის მოსახლოების 14%-ი დატოვებდა ქვეყანას.

გამოკითხულთა 52%-მა მიგრაციის მთავარ მიზეზად ცხოვრების დონის ამაღლების სურვილი დაასახელა. 13%-მა განაცხადა, რომ სამშობლოს შვილების უკეთესი მომავლის მოსაწყობად დატოვებდა. 10% სამშობლოდან გადასახლებაზე უმუშევრობის გამო დათანხმდებოდა. სხვა მიზეზებს შორის მოხვდა სოციალური უზრუნველყოფის დაბალი დონე (4%) და
იმ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია (3%).

გამოკითხვის შედეგები ასეთია:

სომხეთი - 40%
მოლდოვა - 32 %
უკრაინა - 21 %
ბელარუსი - 17%
ყირგიზეთი - 16%
რუსეთი - 14%
აზერბაიჯანი - 14%
საქართველო - 14%
ყაზახეთი - 13%
ტაჯიკეთი - 11%
თურქმენეთი - 6%
უზბეკეთი - 5%

მომზადებულია gallup.com-ის მიხედვით.