პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამამ სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ ნავთი გადაისხა

პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამამ სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ ნავთი გადაისხა

პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამამ, თამაზ კვარაცხელიამ შვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ნავთი გადაისხა. 

როგორც კვარაცხელიას ადვოკატმა ნათია სირაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ვერ მიიღო ზომები, რომ მძიმე ავადმყოფი პატიმარი კვარაცხელია საპატიმროდან გათავისუფლებულიყო. მისვე ინფორმაციით, პაპუნა კვარაცხელია 2011 წელს ყაჩაღობისა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის ბრალდებით დააკავეს და მას 19 წელი მიუსაჯეს. მისივე თქმით, მერვე საპყრობილეში სასტიკი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად კი პატიმარს ტვინის სიმსივნე განუვითარდა, რის გამოც, იგი უნდა გაეთავისფლებინათ. ადვოკატის განმარტებით, ექსპერტმა დასკვნაში არ მიუთითა, რომ პატიმრის მდგომარეობა მეტად მძიმე იყო.

ადვოკატი და პატიმრის მამა სოზარ სუბარს პაპუნა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასწრაფოდ გათავისუფლებას სთხოვენ. რამდენიმე წუთის წინ პატიმრის მამასთან შესახვედრად სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე მოვიდა.