პარლამენტში ელჩობის კანდიდატებს მოუსმენენ

პარლამენტში ელჩობის კანდიდატებს მოუსმენენ

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ელჩობის კანდიდატებს მოუსმენენ. ხუთ ქვეყანაში ელჩობის კანდიდატები პარლამენტს პრეზიდენტმა მიმდინარე კვირის დასაწყისში წარუდგინა. კერძოდ - ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატი ხათუნა სალუქვაძე, თურქეთში - ირაკლი კოპლატაძე, ევროსაბჭოში - კონსტანტინე კორკელია, აზერბაიჯანში - თეიმურაზ შარაშენიძე და ყაზახეთში - ზურაბ პატარიძე. 

ელჩობის კანდიდატებს დღეს საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებში შეხვდებიან.

სავარაუდოდ, დღესვე ელჩობის კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება.