საპარლამენტო უმცირესობამ პროცედურულ ხრიკს მიმართა

საპარლამენტო უმცირესობამ პროცედურულ ხრიკს მიმართა

საპარლამენტო უმცირესობამ პროცედურულ ხრიკს მიმართა, რათა ოკუპაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა დღეს არ მოსწრებულიყო. 

როგორც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა სესიაზე განაცხადა, პროცედურული ხრიკი რეგისტრაციის ორჯერ არ გავლაში გამოიხატა.

"მომავალშიც გამოვიყენებთ ყველა კანონიერი ბრძოლის მეთოდს იმისთვის, რომ მაქიმალურად ხელი შევუშალოთ ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვაში. თუ ეს მაინც არ გამოიღებს შედეგს, ასევე ყველა კანონიერ მეთოდს მივმართავთ, რათა ძვირად დავუჯინოთ ყველა მოღალატეს ასეთი გადაწყვეტილებები. სასაცილიოა, ამ ფონზე პარლამენტის სხდომის თავმჯდომარის მუქარა ოპოზიციის დეპუტატების მიმართ ხელფასების დაქვითვასთან დაკავშირებით. მიდით, დაგვიქვითეთ! თქვენსავით მილიონები არ მაქვს, მაგრამ მიდით, დამიქვითეთ", - ეს განცხადება კი ჩიორა თაქთაქიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.