"ბატონო დავით! თქვენ აქცევთ პარლამენტს ცირკად და ტაკიმასხარაობად"

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ცირკად აქცევს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სპიკერმა მას "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობისას მიკროფონი რამდენჯერმე გამოურთო.

"ბატონო დავით! თქვენ აქცევთ პარლამენენტს ცირკად და ტაკიმასხარაობად", - მიმართა სპიკერს თაქთაქიშვილმა, რომელსაც სიტყვის დასრულება სპიკერმა არ დააცადა და მიკროფონი გამოურთო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თაქთაქიშვილმა უსუფაშვილი პროცედურების დარღვევაში დაანაშაულა, როდესაც მას მიკროფონი გამოურთო. დეპუტატმა სპიკერს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რაზეც უსუფაშვილმა უპასუხა, რომ "ბოდიშს გიხდით, როგორც ჯელტმენი ქალბატონს".