შს მინისტრის პირველ მოადგილედ გელა ხვედელიძე, მოადგილედ კი ვახტანგ გომელაური დაინიშნა

შს მინისტრის პირველ მოადგილედ გელა ხვედელიძე, მოადგილედ კი ვახტანგ გომელაური დაინიშნა

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირველ მოადგილედ გელა ხვედელიძე, მოადგილედ კი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 22 მარტს მოაწერა.

"დაინიშნოს გელა ხვედელიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ და გათავისუფლდეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. დაინიშნოს ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ", - აღნიშნულია ბრძანებულებებში.