შსს–მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შსს–მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 5 კილოგრამამდე „ოპიუმი“, 3 კილოგრამამდე „ჰეროინი“, 2500 აბი „სუბუტექსი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები შესაბამისი წესით გაანადგურა.

სამართალადამცველები, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს–ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.