ენერგეტიკის სამინისტრო აბონენტების გაზიფიცირების მიზნით სახელმწიფო კომპანიას შექმნის

ენერგეტიკის სამინისტრო აბონენტების გაზიფიცირების მიზნით სახელმწიფო კომპანიას შექმნის

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აბონენტების გაზიფიცირების მიზნით სახელმწიფო კომპანიას შექმნის. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანია "სოკარი" წელს დამატებით 25 ათასი აბობენტის გაზიფიკაციას განახორციელებს.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამატებით, ენერგეტიკის სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას კომპანია, რომელიც გაზიფიცირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს და მთავრობის სურვილია, რომ 2015 წლამდე მილიონ 50 ათასი ოჯახი იყოს გაზიფიცირებული, რაც დაახლოებით მოსახლეობის 75%-ია.

კალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის "სოკარმა" კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა და 150 ათასი აბობენტის გამრიცხველიანება მოხდა.

მთლიანობაში, მინისტრის თქმით, 849 362 აბონენტია გაზიფიცირებული დღეის მდგომარეობით, აქედან დაერთებულია 682 ათასი ოჯახი.