თურქეთის ელჩი - რაბათის ციხე ექსპერტებმა ნახეს და გარკვეულ ცვლილებებსა და შესწორებებს ველოდებით

თურქეთის ელჩი - რაბათის ციხე ექსპერტებმა ნახეს და გარკვეულ ცვლილებებსა და შესწორებებს ველოდებით

რაბათის ციხე ექსპერტებმა ნახეს და გარკვეულ ცვლილებებსა და შესწორებებს ველოდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში თურქეთის ელჩმა ლევენთ მურან ბურჰანმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ ბოლომდე მიღებული არ არის.

"რაც შეეხება რაბათს, ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები და გარკვეულ შესწორებებსა და ცვლილებებს ველოდებით, მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი", - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ის პროგნოზს ვერ გააკეთებს საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

"რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ზეგლების აღდგენაზე თურქეთსა და საქართველოში, შესაბამისად ეკლესიისა და მეჩეთის, ჯერჯერობით, პროტოკოლი არ არის ამაზე ხელმოწერილი და პროგნოზს ვერ გავაკეთებ. მიმდინარეობს მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაზე", - განაცხადა ელჩმა.

ელჩი დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შეხვედრას მართავს