ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ვალერიან თელიას გამოკვლევის საშუალება არ მიეცათ

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ვალერიან თელიას გამოკვლევის საშუალება არ მიეცათ

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის მედეა ჯიხაშვილის განცხადებით, "შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია ძლიერ იყო აღგზნებული და ექიმებს, პრაქტიკულად, გამოკვლევების საშუალება არ მისცა".

თელია გუშინ დაახლოებით, 23:00 საათზე თავდაპირველად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს.

"პაციენტი შემოვიდა მიმღებში, ჰქონდა ძლიერი ფსიქოლოგიური აღგზნებადობა, უნებლიე მოძრაობები, ძლიერი ტკივილები, უჰაერობა. იგი იყო ძლიერ აღგზნებული და პრაქტიკულად გამოკვლევების საშუალება არ მოგვცა. ჩვენ იმაზე ვიმოქმედეთ, რომ პაციენტი დაგვეწყნარებინა, ამიტომ გამოკვლევების საშუალება არ მოგვეცა. იგი გადაიყვანილია სხვა კლინიკაში", - განაცხადა ჯიხაშვილმა.

თელია კლინიკა "მედინაშია" გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ თელიას სამსახურიდან დათხოვნას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში 28 მარტს საია-ს აჭარის ორგანიზაციის თანამშრომლებსა და აჭარის პოლიცის უფროსს შორის მომხდარი ინციდენტის გამო მოითხოვს.