19 აპრილს არასამთავრობოები ქუთაისში მერიის თანამშრომლების მუშაობას მონიტორინგს გაუწევენ

19 აპრილს არასამთავრობოები ქუთაისში მერიის თანამშრომლების მუშაობას მონიტორინგს გაუწევენ

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის მიერ" დაანონსებულ მიტინგზე ქუთაისის მერიის თანამშრომლები აპირებენ წასვლას. ამის შესახებ განცხადება ქუთაისში ახლახან დაარსებულმა კოალიცია "გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის" წევრებმა გააკეთეს. ეს კოალიცია ქუთაისში მოქმედ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. 

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ხურციძის განაცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეჭვი აქვთ, რომ 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის მიერ" დაანონსებულ მიტინგზე ქუთაისის მერიის თანამშრომლები აპირებენ წასვლას და ამისათვის კოალიცია აპირებს 19 აპრილს მონიტორინგი გაუწიოს ყველა სამსახურს, თუ ვინ იქნება ადგილზე და ვინ არ შეასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას.

ზურაბ ხურციძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ თანამშრომელთა ერთი ნაწილი ბიულეტენზე გასვლას აპირებს. ასეთ შემთხვევაში, როგორც ხურციძემ განაცხადა, ისინი იმ ექიმების და სამედიცინო კლინიკების კანონიერად გაცემული ცნობების სამართლიანობას შეისწავლიან და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ იმ ექიმების, ვინც ყალბ ბიულეტინებს გასცემს.