ქუთაისის საკრებულოში

ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმრავლესობა დაკარგა

ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმრავლესობა დაკარგა. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, საკრებულოს ადმინისტრაციულ სამსახურს ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" ხუთმა დეპუტატმა მიმართა. მათ შორის, ფრაქცია დატოვა საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილმა და ფრაქციის თავმჯდომარე კახაბერ ნემსიწვერიძემ. 

როგორ ნემსიწვერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობაში" საკუთარი თავი ამოწურა და ეცდება, საკრებულოში მუშაობა სხვა ფორმით გააგრძელოს.

"ნაციონალური მოძრაობიდან" გასული წევრები ახალ ფრაქციას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შექმნიან.

ქუთაისის 25-კაციან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას ამ დრომდე 14 წევრით ინარჩუნებდა. დღეიდან კი აღნიშნულ ფრაქციაში 9 პირი რჩება.