"რეზონანსის" ინფორმაციით, კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა განიხილება"

"ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანს ნიშნავენ, რომელსაც, "რეზონანსის" ინფორმაციით, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატადაც განიხილავენ. თავად ახვლედიანმა "რეზონანსს" დაუდასტურა, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნობა მართლაც შესთავაზეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. რაც შეეხება მისი საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას, ამაზე ამბობს, რომ არავითარ ინფორმაციას არ ფლობს და პირველად ჩვენგან გაიგო"