მთავრობამ თბილისის მერიის საკითხი დააკმაყოფილა

მთავრობამ თბილისის მერიის საკითხი დააკმაყოფილა

მთავრობამ ქალაქ თბილისის მერიის საკითხი დააკმაყოფილა. როგორც მთავრობის სხდომიდან გამოსულმა თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა , ის წარმოადგენს თბილისის მერის დელეგირებულ პირს.

"ქალაქ თბილისის მერიის საკითხი იყო ტრადიციული მიწის მონაცვლეობის შესახებ და არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

მისი განმარტებით, საუბარი იყო მიწის მონაცვლეობის საკითხზე.

რაც შეეხება თბილისის მერიის საკითხს, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი - "ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მოსყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე", რომელიც გულისხმობს თბილისში ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული 1 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთს.