დავით დარახველიძე - რამდენიმე ობიექტზე დევნილთა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადს მთავრობა დაფარავს

დავით დარახველიძე - რამდენიმე ობიექტზე დევნილთა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადს მთავრობა დაფარავს

თბილისში კომპაქტურად ჩასახლების რამდენიმე ობიექტზე დევნილთა მიერ დაგროვილ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადს მთავრობა დაფარავს. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის 

დაწყების წინ ჟურნალისტებს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, დავით დარახველიძემ განუცხადა, შესაბამისი საკითხი განსახილველად მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავა. მისივე განმარტებით, განიხილება რომ დევნილთა მიერ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე საერთო ჯამში დარიცხულ ნახევარ მილიონ ლარამდე დავალიანება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიფარება.

"დღევანდელ სხდომაზე გაგვაქვს საკითხი თბილისში მდებარე გარკვეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში დევნილების მიერ ელექტროენერგიის და ბუნებრივ აირზე დარიცხული დავალიანების მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადახდის შესახებ, საუბარია ნახევარ მილიონზე ცოტა მეტი ოდენობით ლარზე", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით საუბარია, მხოლოდ ამ ეტაპზე ბაქოს ქუჩაზე და ზღვის დასახლებაში მცხოვრებ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებზე, სამომავლოდ კი სამინისტრო კიდევ 12 ობიექტში ცასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის დავალიანების დაფარვის საკითხს განიხილავს.

"მათ შემთხვევაში დავალიანების ზუსტი ოდენობა დაზუსტებული ჯერჯერობით არ არის, ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს და სხვა 12 ობიექტში ჩასახლებული დევნილებისთვის დავალიანების დაფარვაზე მთავრობა მომავალ სხდომებზე იმსჯელებს", - აღნიშნა მინისტრმა.