მიხეილ მაჭავარიანი – კახი კალაძესთან შეხვედრიდან რაღაც სეირს ნუ ელოდებით

მიხეილ მაჭავარიანი – კახი კალაძესთან შეხვედრიდან რაღაც სეირს ნუ ელოდებით

საპარლამენტო უმცირესობის წევრები დღეს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს შეხვდებიან. როგორც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა , მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, უმცირესობას აინტერებს თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ენერგეტიკის უზრუნველყოფა და გაგრძელდება თუ არა გაზიფიკაცია იმ ტემპებით, როგორც დაწყებული იყო.

"ძალიან გთხოვთ, რომ ამ შეხვედრიდან ნუ ელოდებით რაღაც სეირს, ჩვენ მართლა გვაინტერესებს თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ენერგეტიკის უზრუნველყოფა, გაგრძელდება თუ არა გაზიფიკაცია იმ ტემპებით, როგორც დაწყებული იყო. ჩვენ გვაინტერესებს როგორ გაგრძელდება მრიცხველების გამოტანა. გვაინტერესებს, რატომ ედო გრიფი "საიდუმლო" ტარიფების საკითხს, იყო თუ არა ისეთი საკითხები, რომლებიც მართლა საიდუმლოა. თქვენ გახსოვთ ენერგეტიკაში ჩვენ რა პრობლემები მოვაგვარეთ. გვინდა, რომ საქართველო იყოს ენერგოუსაფრთხოების კუთხით დაცული ქვეყანა. იქნება ძალიან საინტერესო განხილვა, მაჟორიტარები ემზადებიან, რომ თავიანთი რეგიონების მიხედვით დაუსვან კითხვები", - განაცხადა მაჭავარიანმა.

უმცირესობისა და კალაძის შეხვედრა პარლამენტში 14:00 საათზეა ჩანიშნული.