მიხეილ სააკაშვილმა 4 720 ლარის ყვავილები შეიძინა

მიხეილ სააკაშვილმა 4 720 ლარის ყვავილები შეიძინა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო შესყიდვებზე მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ სულ 3.040.838,47 ლარი დახარჯა. აქედან მხოლოდ 2013 წლის იანვრის განმავლობაში ხელშეკრულებები გაფორმდა 528 043,31 ლარის შესყიდვებზე.

„2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სულ 4 720 ლარი გადაიხადა ყვავილებში, მათ შორის 2012 წელს 975 ლარი ყვავილებით გაფორმებასა და თაიგულებში, ხოლო დანარჩენი (2012 წელს 3 170 ლარი, 2013 წელს – 575 ლარი) სამძიმრის გვირგვინებსა და თაიგულებში. თითო გვირგვინის საშუალო ფასი 250 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ IDFI-ში.