პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება. როგორც სხდომის დაწყებამდე "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, სხდომაზე საუბარი იქნება იმ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რაც ამჟამად არის პარლამენტში განსახილველად შემოტანილი.

ამასთან, დოლიძის თქმით, საუბარი შეეხება იმ კანონპროექტებსაც და იმ საკითხებთსაც, რომელსაც უმცირესობა მხარს არ უჭერს, მათ შორის, დოლიძის თქმით, ეს იქნება "ოკუპაციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები და ასევე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები. 

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტში პლენარული სხდომა განახლდება.