პავლე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ

პავლე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნება" თბილისის საკრებულოში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს

ოპოზიციონერი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი "ქართულ ოცნებას" ჰპირდება, რომ თბილისის საკრებულოში უმრავლესობას ვერც საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების გზით მოიპოვებენ. 

როგორც კუბლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა, "ქართულ ოცნებას" როგორც სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით დეპუტატებზე ზეწოლით არ გამოუვიდა თბილისის საკრებულოში უმრავლესობის ხელში აღება, ასევე მოხდება ინიცირებული ცვლილებებით დაგეგმილი შუალედური არჩევნების გზითაც.

კუბლაშვილის თქმით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატებს უფლებამოსილება მხოლოდ შვიდი თვის ვადით ექნებათ და ეს ყველაფერი ერთი კონკრეტული - თბილისის საკრებულოსათვის კეთდება.

"თქვენ ამ არჩევნების გამოყენება გინდათ არა იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა შეამოწმოთ, არამედ იმისთვის, რომ ვიდრე ჯერ კიდევ ბევრია თქვენი დაპირებებით შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, ვიდრე ყველა მიხვდება, რომ ეს რეალურად მხოლოდ საპნის ბუშტია, რომელიც ძალიან მალე გასკდება, მანამდე არჩევნები ჩაატაროთ და თქვენთვის სასურველი შედეგი დადოთ.საგამოძიებო ორგანოების მეშვეობით სცადეთ და უმრავლესობის მოპოვება მაინც არ გამოგივიდათ. ახლა ამას რომ სცდით და კვლავ არ გამოგივათ, ხომ მიხვდებით, რომ შეცდომაა ასეთი პოლიტიკური სცვლა?", - მიმართა უმრავლესობას პავლე კუბლაშვილმა.