კოკი იონათამიშვილი ბაღებში გადასახადების გაუქმებას მიესალმება

კოკი იონათამიშვილი ბაღებში გადასახადების გაუქმებას მიესალმება

თბლისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი 2013 წლის პირველი სექტემბრიდან ბაღებში გადასახადების გაუქმებას მიესალმება. 

როგორც კოკი იონათამიშვალმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცენტრალურმა და დედაქალაქის მთავრობამ უნდა გამონახოს საშუალება, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისგან მობილიზებული 14 მილიონი ლარი დაკომპენსირდეს რაიმე სხვა მუხლიდან.

"დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის მთავრობა ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მიიღებს რაიმე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას" , – განმარტა კოკი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, აქამდეც საკმაოდ სამართლიანი ფორმა არსებობდა საბავშვო ბაღებში გადახდის თავლსაზრისით, როდესაც სოციალურად დაუცველი ოჯახები გადასახადს არ იხდიდნენ, ხოლო გრადაციის შედეგად დაწესებული იყო ოპტიმალური გადასახადი.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პარტიის მიერ 19 აპრილის დადგეგმილ აქციისთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. იონათამიშვილის განმარტებით, მათი მხრიდან "არც ერთI ადამიანის არანაირი ზემდეტი დაპატიჟება არ ხდება".

კოკი იონათამიშვილის თქმით, მიმდინარეობს პარტიული წევრების მობილიზება, რის პარალელურადაც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება აქტივისტების დაშინება.
"ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერ ადამიანს მოვიდეს ამ აქციაზე, თუნდაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ეს იქნება განსხვავებული აზრის დემონსტრირება და ჩვენი ევროპული არჩევანის მხარდაჭერა 19 აპრილს", - გადაცხადა კოკი იონათამიშვილმა.