მიხეილ მაჭავარიანი:  თბილისის საკრებულოში

მიხეილ მაჭავარიანი: თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნება" უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს "ქართული ოცნების" მიერ თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვების მიზანს უკავშირებს. 

როგორც მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა, აღნიშნულ რაიონებში თვითმმართველობებს ისედაც "ქართული ოცნება" აკონტროლებს, იქ საკრებულოები გამართულად მუშაობს, ბრძოლა კი, თბილისისათვის მიმდინარეობს.

"არც წალკა, არც ონი, არც მესტია და არცერთი სხვა რაიონი არაფერ შუაშია. საუბარია თბილისზე. დღეს თბილისის საკრებულოში მიდის ბრძოლა იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა ჰქონდეს. დღეს რამდენიმე ჯგუფიდან ბრძოლა მიდის იმაზე, თუ ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია, თბილისში რაც შეიძლება სასწრაფოდ დაინიშნოს არჩევნები და აირჩერს სამი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელთა მეშვეობით "ქართული ოცნება" უმრავლესობას მოიპოვებს", - განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

დეპუტატის აზრით, "ქართული ოცნება" ჩქარობს, ვიდრე მაღალი რეიტრინგი აქვს, რაც შეიძლება მეტი არჩევნები ჩაატაროს.

მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ თვითმმართველობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმა და მასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი ფართო დისკუსიის საგანი იქნება. მიხეილ მაჭავარიანის თქმით, თვიმმართველობის რეფორმა ადგილობრივ არჩევნებმდე ექვსი თვით ადრე მაინც უნდა იყოს მზად, რათა "თამაშის წესებისათვის მოემზადონ".