ირმა ნადირაშვილი მაგდა პოპიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

ირმა ნადირაშვილი მაგდა პოპიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პიარსამსახურის ხელმძღვანელს მაგდა პოპიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. 

როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცოტა ხნის წინ, პოპიაშვილის მეუღლე ირაკლი მელაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, რაც ნეპოტიზმის ფაქტია.

"მე როდესაც ნეპოტიზმზე ვსაუბრობ, გამომრჩა ერთი ფაქტი და ახლა მოგიყვებით. მაგდა პოპიაშვილის მეუღლე დაინიშნა სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ. მაგდა პოპიაშვილი თავად ხელმძღვანელობს პიარსამსახურს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. გარდა ამისა, მაგდა პოპიაშვილი კიდევ უფრო დატვირთულია. ორი კვირის წინ ის იმყოფებოდა სტრასბურგში, სადაც ერთ-ერთი ტელეკომპანიების სიუჟეტები თავის თავზე ჰქონდა აღებული", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, კანონის დარღვევას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

"სიცრუეა, რომ მე ვმუშაობდი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად და პარალელურად სამინისტროში. როგორც კი მე გავხდი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, წამოვედი იმ სამინისტროდან. რომ დამერღვია კანონი, ეს იქნებოდა ადმინისტრაციული სახის. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუქარა, რომ მე პროკურატურაში დამიბარებენ, უსაფუძვლოა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.