თინათინ ხიდაშელი ერთი თვის ხელფას ლეიკემიით დავადებულთა დასახმარებლად ფონდში გადარიცხავს

თინათინ ხიდაშელი ერთი თვის ხელფას ლეიკემიით დავადებულთა დასახმარებლად ფონდში გადარიცხავს

დღეს, 3 აპრილს საქართველის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის და ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ლეიკემიით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად ინიციატივით გამოვიდა.

თინათინ ხიდაშელმა სხდომაზე განაცხადა და კოლეგებს მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ ლეიკემიით დაავადებული თანამოქალაქეების დახმარებაში.

თინათინ ხიდაშელი: სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პროგრამების დაფინანსების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანი თანაზიარი ვიყოთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ვისაც დღეს ძალიან სჭრდება ჩვენი თანადგომა.
მოგიწოდებთ ყველას ჩავერთოთ სიცოცხლის გადასარჩენად კამპანიაში.

თინათინ ხიდაშელი მის ერთი თვის ხელფას ლეიკემიით დავადებულთა დასახმარებლად ფონდში გადარიცხავს.