როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ბარათაშვილმა განაცხადა, 9 აპრილი აღნიშნება როგორც გლოვის დღე, მაგრამ ზუსტად ორი წლის შემდეგ, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა და დღეს რომ საქართველო დამოუკიდებელია სწორედ იმ დღესთან - 9 აპრილთან არის დაკავშირებული.
"ამიტომაც მე თხოვნა მექნება, რომ 9 აპრილს გარდა იმისა, რომ ხსოვნის დღე აღინიშნებოდეს, ეს დღე გამოცხადდეს, როგორც ზეიმის, საზეიმო დღედ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რადგან თუ ჩვენ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს დიდი ზარზეიმით ავღნიშნავთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია 9 აპრილი", - აღნიშნა დეპუტატმა.