გიორგი ბარამიძე:  უჩა ნანუაშვილმა ტერორისტების მომზადება- მფარველობაში საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა

გიორგი ბარამიძე: უჩა ნანუაშვილმა ტერორისტების მომზადება- მფარველობაში საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის შეფასებით, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ისეთ მძიმე დანაშაულში, როგორიცაა ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა , მათი ბაზების შექმნა, ტერორისტების მომზადება-მფარველობა და რუსეთის ფედერაციაში გადაგზავნა, საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა. 

გიორგი ბარამიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა სახალხო დამცველის ანგარიშიდან ლაფანყურის სპეცოპერაციის ნაწილს და მას "საგანგაშო" უწოდა.

"სახალხო დამცველი რატომღაც გვევლინება პროკურორად, გამომძიებლად და მბრალდებლად საკუთრი ქვეყნის წინააღმდეგ ისეთ მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ტერორიზმი, ტერორიზმის ხელშეწყობა, ტერორიზმის ტრანზიტი და ასე შემდეგ. ეს ფაქტი არ უნდა იყოს ოპოზიციის, ან ერთი კონკრეტული პარტიის რეაგირების თემა. ეს სწორედ ის თემებია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მაღალჩინოსნები აჟღერებდნენ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის სესიაზე.

მისივე თქმით, უმცირესობა ანგარიშის ამ კონკრეტულ და სხვა ნაწილებს, "სადაც კაცმა არ იცის კიდევ რა წერია" დეტალურად შეისწავლის.