საია ვალერიან თელიას ნარკოტესტზე შემოწმების მოთხოვნას ძალაში ტოვებს

საია ვალერიან თელიას ნარკოტესტზე შემოწმების მოთხოვნას ძალაში ტოვებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის შს-მ მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიას ნარკოტესტზე შემოწმების მოთხოვნას ისევ ძალაში ტოვებს. 

როგორც ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე პასუხისას განაცხადა, მიუხედავად მოთხოვნისა, თელია ნარკოტესტზე შემოწმების გავლაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ აუცლებელი ჩათვალეს ბათუმში 28 მარტს მომხდარი ინციდენტის დროს თელიას არაადეკვატური ქმედებიდან გამომდინარე.

"როგორც ჩვენი თანამშრომლები ამბობენ, ვალერიან თელია არაადეკვატურად იქცეოდა. ჩვენ ამ მოთხოვნას ისევ ძალაში ვტოვებთ, თუმცა ჯერ უარს ვიღებთ", – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
რაც შეეხება პროკურატურაში შესატან განცხადებას, კოჟორიძის განმარტებით, საია არჩილ კბილაშვილის უწყებას განცხადებით ალაბთ ხვალ მიმართავს.

"ჩვენ ამ ეტაპზე პროკურატურას არა საჩივრით, არამედ განცხადებით მივმართავთ და მოვითხოვთ ბათუმში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყებას, ამ ფაქტისადმი სამართლებრივ შეფასებას, განცხადება მომზადების პროცესშია და უწყებაში სავარაუდოდ ხვალ შევიტანთ", - განმარტა კოჟორიძემ, რომლის თქმითაც "ამ ამბავში არსებობს დანაშაულის ნიშნები, რითაც წესით პროკურატურა უნდა დაინტერესედეს".

ამასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ეჭვი შეაქვს შსს-ს იმ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ თელია ინციდენტის მომენტში ავტომანქანას მართვიოს მოწმობის გარეშე, რადგან საქმეზე - აუცილებელი ოპერაციის ჩასატარებლად მიდიოდა.

"რეალურად სად მიდიოდა თელია, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი. როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ბათუმში მომხდარი ინციდნტი იყო ბანალური ფაქტი, ხოლო თელია გადაუდებელ საქმეზე მიდიოდა, ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა - ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე მიმავალი პოლიციელი რატომ შეიძლება კარგავდეს დროს "ბანალურ ინციდენტზე", _ დასძინა კახა კოჟორიძემ.