კახა კალაძეს ხვალ საპარლამენტო უმცირესობა ელოდებია

კახა კალაძეს ხვალ საპარლამენტო უმცირესობა ელოდებია

საპარლამენტო უმცირესობა ხვალ პარლამენტში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახა კალაძეს ელოდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, მინისტრის მისამართით საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა. 

"გვაინტერესებს, რატომ გაჩერდა რამდენიმე ჰესის მშენებლობა, რის ხარჯზე მოხდა ტარიფის მინიმალური შემცირება, რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველო ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთზე ისევ დამოკიდებული გახდეს და ასე შემდეგ. კითხვა საკმაოდ ბევრია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ჯაფარიძემ.

თავის მხრივ, კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისგან კითხვები წინასწარ არ მიუღია, თუმცა "მზად არის, პარლამენტში მივიდეს და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს".