სოსო პავლიაშვილი არჩილ კბილაშვილს მადლობას უხდის

სოსო პავლიაშვილი არჩილ კბილაშვილს მადლობას უხდის

მომღერალი სოსო პავლიაშვილი НТВ-ს გადაცემა Центральное телевидение-ს სტუდიაში იყო მიწვეული, სადაც იმ ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მისი მისამართით გავრცელდა. საქმე ეხება ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობას, რომელიც პავლიაშვილის ბავშვობის მეგობარი იყო.

"მე და ჩემმა მეუღლემ ინტერნეტიდან შევიტყვეთ ამ ამბის შესახებ. შოკირებულები ვიყავით, მაგრამ ეს ყველაზე საშინელი არ არის. ყველაზე საშინელი არის ის, რომ ავთო ადუაშვილი ჩემთვის ბიზნესმენი კი არა, ახლო ადამიანი იყო. ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, რომ აქ და ჩემს გვერდით მდგარიყო. რაც შეეხება იმას, ეს პროვოკაცია იყო თუ არა, მე რამდენიმე ვერსია მაქვს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში იმ რეჟიმს, რომელიც საქართველოში მეფობდა, არაადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი და იმ ქართველების მიმართ, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. მადლობა ღმერთს, ახლა უკვე ნელ-ნელა ურთიერთობები რეგულირდება ქვეყნებს შორის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, რომელმაც უარყო ეს ნაბოდვარი", - აცხადებს მომღერალი.

პავლიაშვილის ინფორმაციით, არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და ყველაფერი "ნაბოდვარია", რომელსაც კომპეტენტური ორგანოები გაარკვევენ.

გასულ კვირაში გავრცლედა ინფორმაცია, რომ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძირა. ეს ფაქტი არჩილ კბილაშვილმა უარყო. ამასთან, კბილაშვილის ინფორმაციით, პავლიაშვილის გვარი ზოგიერთ ჩვენებაში არის, მაგრა ეს საქმის აღსაძრავად საკმარისი არ არის.