გიგი კალანდაძე არ აკონკრეტებს, შესთავაზა თუ არა ირაკლი ალასანიამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა

გიგი კალანდაძე არ აკონკრეტებს, შესთავაზა თუ არა ირაკლი ალასანიამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე არ აკონკრეტებს, შესთავაზა თუ არა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ , საქმეში მოწმის სტატუსით ყოფნის სანაცვლოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.

როგორც გიგი კალანდაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ყველა განცხადებას სასამართლოზე საბოლოო სიტყვაში ერთად მოუყრის თავს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა, თუ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, იგი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსით იქნებოდა.