რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე დღეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულმა კომპანიამ რადიოსიხშირული სპექტრი ქალაქ თბილისში მობილური ჩართვებისთვის უნდა გამოიყენოს. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 2 966.4 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯი 148 ლარს შეადგენს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2013 წლის 2 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება, საბუთების მიღება კი 2013 წლის 17 აპრილის 17:00 საათამდე გაგრძელდება.
კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი შპს "TV3"-ის განცხადების საფუძველზე მეორეჯერ გამოაცხადა.

აუქციონი ხელმეორედ იმ მიზეზით გამოაცხადა, რომ შპს "TV3"-მა 2013 წლის 9 იანვარს ჩატარებულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში არ გადაიხადა რესურსით სარგებლობის საფასურის 30%, რის გამოც კომპანიას უარი ეთქვა ლიცენზიის გაცემაზე.