სადახლოზე არადეკლარირებული ოქრო და ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს

სადახლოზე არადეკლარირებული ოქრო და ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს

სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ოქროსა და ძვირფასი ქვების სამართალდარღვევის გზით შემოსვლის ფაქტები გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით , კერძოდ, სომხეთიდან, საქართველოში, "მერსედესის" მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეჭვის საფუძველზე აღნიშნული მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრის, კერძოდ, რუსეთის მოქალაქის ა.კ-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერება მოახდინეს.

დათვალიერების შედეგად ბარგში არადეკლარირებული საქონელი, სავარაუდოდ ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები, საერთო წონით -108.66 გრამი გამოვლინდა.

ფაქტის გამო, მიკროავტობუსის დეტალური დათვალიერება განხორციელდა, რის შედეგადაც მძღოლს, კერძოდ სომხეთის მოქალაქე კ. კ-ს ავტომობილის საჭის გვერდით მდებარე სათავსოში არადეკლარირებული საქონელი, სავარაუდოდ ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები, საერთო წონით - 86.61 გრამი აღმოაჩნდა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 108,66 გრ. ოქროს ნაკეთობების ღირებულებამ 6995 ლარი, ხოლო 86,61 გრ. ოქროს ნაკეთობების ღირებულებამ 5713 ლარი შეადგინა. ორივე საქმის მასალები შემდგომი რეგირების მიზნით, საგამოძიებო სამსახურს გაეგზავნება.