ირაკლი ღარიბაშვილი ვალერი თელიას შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ვალერი თელიას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს აჭარის რეგიონში იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, მინისტრი აჭარის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას შეხვდა. რეგიონში ყოფნისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მოინახულა პოლიციის რაიონული სამმართველოები და საპატრულო პოლიციის განყოფილებები და მათ მუშაობას გაეცნო.