ფრაქციები სესიაზე გამოსვლისას ერთმანეთს დროს დაუთმობენ

ფრაქციები სესიაზე გამოსვლისას ერთმანეთს დროს დაუთმობენ

საპარლამენტო ფრაქციებს შესაძლოა უფლება მიეცეთ, პლენალურ სხდომაზე გამოსვებისთვის მათთვის განკუთვნილი დრო სხვა ფრაქციას დაუთმონ. 

ამას დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მისი ავტორობითა და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კერძოდ, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, უმრავლესობაში ან უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციებს უფლება ექნებათ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, მათთვის განკუთვნილი დრო ან დროის ნაწილი უმრავლესობაში ან უმცირესობაში გაერთიანებულ სხვა ფრაქციას დაუთმონ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იყო და დღეს მოქმედი რეგლამენტი შესაძლებლობას იძლევა, უმრავლესობასა და უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციებს შორის კომიტეტებში კვოტები გადანაწილდეს.