მანანა მანჯგალაძე - მთავრობის შეთავაზება სახიფათოა და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის

მანანა მანჯგალაძე - მთავრობის შეთავაზება სახიფათოა და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის

საქართველოს პრეზიდენტისა ადმინისტრაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის თაობაზე საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებს ასაჯაროებს. 

დღეს გამართულ პრესკონფეფერცნიაზე, პრეიზდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მედიას საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1-ელ პარილს შესული დოკუმენტები გააცნო.

"გვინდა გაგაცნოთ ის დოკუმენტაცია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა საქართველოს მთავრობის მხრიდან და მომზადებულია საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ. დოკუმენტები არის გრიფით "ფრიად სასწარფო" და შეეხება ქართული და თურქული ძეგლების დაცვას ორი ქვეყნის ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად, საქართველოს მხარე თურქი ექსპერტების მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებაში განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს: მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაციას, ამავე საუკენეში მის მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე, 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას – გუმბათის ფერის შეცვლა და არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფრით ჩანაცვლება, ასევე პირვანდელი რკინის სხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ადგილმონაცვლეობას ექვემდებარება", - განაცახადა მანანა მანგჯალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული რეალურად წარმოადგენს რაბათის ციხის განადგურებას, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება.

"ჩვენ გაკვირავებას იწვევს ერთი მხრივ, დრო როცა მთავრობა ამგვარი ინიციატივით შემოდის, თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდნეიმე დღეში იგეგმება პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, ამასთან, პრეზიდენტის ვიზიტამდე ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პროცესის დაჩქარების აუცილებლობას. სამწუხაროა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება ხდება ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. ვფიქრობთ, ეს რეალურად წარმოადგენს რაბათის ციხის განადგურებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კულტურული და ტურუსიტული ძეგლია ამ ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს წყალში ჩაყრას იმ ათასობით სპეციალისტის შრომის, რომლებმაც წინა წლებში აღადგინეს და საქართველოს დაუბრუნეს ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი. არ მიგვაჩნია, რომ ეს არის თურქული მხარის მოთხოვნა ან განზრახვა, ლაპარაკია გაუგებრობაზე, რომელიც მოდის საქართველის მთავრობის მხრიდან, ქრისტიანული სიმბოლების გატანა ტერიტორიიდან და გუმბათის განადგურება ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. ამასთან, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან კეთდება განცხადებები ძეგლისადმი მაღალი მინარეთების მიშენების თაობაზე რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ძეგლი ამ სახით გადანდგურდება. ჩვენ ვიმეორებთ, რომ გვსურს კარგი ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკასთან, მაგრამ საქართველოს მთავრობის დღევანდელი შეთავაზება არის სულ სხვა რამ – ეს არის სახიფათო და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

ამასთან პრეზიდენტის პრესპიკერი მოუწოდებს საქრათველოს მთავრობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განმარტება გააკეთოს და პრეზიდეტის სახელით განმარტავს, რომ "ეს არ არის საიდუმლო და დახურული მიმოწერეს თემა".

მანჯგალაძის განარატებით, პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს თურქეთში ვიზიტის ფარგლებში როგორც თურქ კოლეგასთან ისე თურქეთის პრემიერ მინისტრთან განიხილავს.