პარლამენტში თედო ჯაფარიძის ადგილმონაცვლეზე მსჯელობენ

პარლამენტში თედო ჯაფარიძის ადგილმონაცვლეზე მსჯელობენ

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოტსზე სამი დეპუტატის - თინა ხიდაშელის, ზვიად კვაჭანტირაძისა და გია ვოლსკის კანდიდატურები განიხილება. 

მმართველ გუნდში თედო ჯაფარიძის ადგილმონაცვლეზე უკვე მსჯელობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზვიად კვაჭანტირაძის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის გია ვოლსკის და დეპუტატ თინა ხიდაშელის კანდიდატურები.

თედო ჯაფარიძე ახლო მომავალში დიპლომატიურ სამსახურში გადაინაცვლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის შესაძლოა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე ვიხილოთ.