ირაკლი ალასანია:  რეზერვის სრულფასოვან წვრთნაზე გადასვლას თავდაცვის სამინისტრო 2017 წლიდან გეგმავს

ირაკლი ალასანია: რეზერვის სრულფასოვან წვრთნაზე გადასვლას თავდაცვის სამინისტრო 2017 წლიდან გეგმავს

რეზერვის სრულფასოვან წვრთნაზე გადასვლას თავდაცვის სამინისტრო 2017 წლიდან გეგმავს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, რეზერვის შესახებ გაერთიანებული შტაბი პრეზენტაციას აპრილის შუა რიცხვებში გამართავს.

"ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გეგმა. 2013 წელს ძირითადად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება იგეგმება. ჩვენ არ ვაპირებთ რეზერვის გადამზადებას 2013 წელს. ჩვენ ვაპირებთ არსებული რეზერვის შესაძლებლობების შეფასებას. წლევანდელი წელი იქნება პოლიტიკის შექმნის და მოსამზადებელი წელი, რათა 2014 წლიდან დავიწყოთ ეტაპობრივი გაწვრთნა უკვე როგორ საბრძოლო, ტერიტორიული, ასევე სამოქალაქო რეზერვის. ჩვენ სრულფასოვან წვრთნაზე ალბათ 2017 წლიდან გადავალთ",-განაცხადა ალასანიამ.