ირაკლი ალასანია:  ლაფანყურის ოპერაციის წარუმატებლობის მიზეზი შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს კოორდინაციის არასწორი დაგეგმვა იყო

ირაკლი ალასანია: ლაფანყურის ოპერაციის წარუმატებლობის მიზეზი შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს კოორდინაციის არასწორი დაგეგმვა იყო

ლაფანყურის ოპერაციის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფებების კოორდინაციის არასწორი დაგეგმვა იყო , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წარუმატებელი ოპერაციის, იყო ის რომ ურთიერთქმედება შინაგან საქმეთა სამინიტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს შორის არ იყო სწორად დაგეგმილი. ამის გამოსწორება და ამაზე ზრუნვა ჩვენ და შს სამინისტრომ უკვე დავიწყეთ, უკვე ერთობლივი საშტაბო შეკრებები ჩატარდა, წვრთნებიც ჩატარდება და ურთიერთქმედება იქნება ჰარმონიული, რომ მომავალში ასეთი ტიპის წარუმატებელი ოპერაციები არ ჩატარდეს", - განაცხადა მინისტრმა.

ალასანიას თქმით, ლაფანყურთან დაკავშირებით გამოძიებას შესაბამისი ორგანოები აწარმოებენ და ის ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.