ირაკლი ალასანია:  ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში შედგება

ირაკლი ალასანია: ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში შედგება

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში შედგება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ივნისის ბოლოს, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ეწვევა. როგორც ალასანია აღნიშნავს, "ორი ასეთი ვიზიტის ერთდოულად ჩატარება არც მიზანშეწონილია და არც არასდროს არ ხდება".

"აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა დისკუსიები თვითონ სამხედრო კომიტეტთან და ვვარაუდობთ, რომ წელსვე შეიძლება შედგეს ეს შეხვედრა, ოღონდ უფრო წლის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ან მომავალი წლის დასაწყისში", - განაცხადა ალასანიამ.