თედო ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ელჩობის კანდიდატთა წარდგენას მის გამო აჭიანურებს

თედო ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ელჩობის კანდიდატთა წარდგენას მის გამო აჭიანურებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ელჩობის ხუთი კანდიდატის წარდგენას თედო ჯაფარიძის გამო აჭიანურებს. ამის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ თედო ჯაფარიძე სხვა კანდიდატურით ჩაანაცვლონ, რისთვისაც ახალ ხელისუფლებას გარკვეულ გარიგებასაც კი სთავაზობენ. 

"ინტერპრესნიუსი" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიდ ბრიტანეთში ელჩობის კანდიდატ თედო ჯაფარიძეს დაუკავშირდა.

თედო ჯაფარიძემ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ელჩებობის კანდიდატთა წარსადგენ სიას სწორედ მის გამო არ აწერს ხელს, მაგრამ არაფერი იცის იმის თაობაზე, თუ რა გარიგებაზე შეიძლება იყოს საუბარი.

"მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები. თავს ნუ გავიხდით სასაცილოდ. მე ასეთი არც ელჩობა არ მინდა და არც არაფერი. მე არსადაც არ მეჩქარება და ქუთაიში თავს მსვენივრად ვგრძნობ", - განუცხადა თედო ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს".

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ითქვა, რომ გაეროში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ბულგარეთსა და ჩინეთში ელჩობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენას პრეზიდენტი ხელს არ აწერს.