ირაკლი ალასანია:  საქართველოში აუცილებელია ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზდენტით და ძლიერი პარლამენტი

ირაკლი ალასანია: საქართველოში აუცილებელია ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზდენტით და ძლიერი პარლამენტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მზად არის სახელმწიფო მმართველობის მოწყობის საკითხში საზოგადოების აზრს ანგარიში გაუწიოს. 

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, "თავისუფალ დემოკრატებს" კოალიციაში შესვლისას და შემდეგაც შიდა დისკუსიებშიც პოზიცია ღიად ჰქონდათ დაფიქსირებული საკუთარი იდეოლოგიიდან და იმ ღირებულებებიდან გამომდინარე რაც სახელმწიფოს ხედვას უკავშირდება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოშიც აუცილებელია არსებობდეს ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზდენტით და ძლიერი პარლამენტი ზედამხვედველობით, მრავალი გამოწვევის გამო, მათ შორის თუნდაც იმ არგუმენტიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიუყლი მთლიანობა დარღვეულია", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, მათი ახირება არ არის და თუ კი საზოგადოების უმრავლესობა, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა, ან სხვა ნებისმიერი შერეული ფორმა უპირატესია, "თავისუფალი დემოკრატები" ბუნებრივია საზოგადოების აზრს ანგარიშს გაუწევს.