ნოდარ ხადური დონორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ნოდარ ხადური დონორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დონორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ხვდება. 

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას ნოდარ ხადურმა განაცხადა, შეხვედრაზე მოხდება ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმულ რეკომედაციებზე მსჯელობა. მისივე თქმით, შეხვედრა იმართება იმისათვის, რომ საქართველომ გაიზიაროს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ქვეყნების გამოცდილება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პაულოვიჩმა განცხადა, მთავრობის სტრატეგია უნდა დაიწეროს კოორდინირებულად და ყველა სექტორის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული. მისივე თქმით, დონორებს გარკვეული რეკომედაცია აქვთ სექტორული კუთხით.

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების საბოლოო დოკუმენტი კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამას დაეყრდნობა. ასევე დკუმენტი დაფუძნებული იქნება საქართველოს ახალი მთავრობის პროგრამაზე და მასში განსაზღვრული იქნება ის პრიორიტეტები და ფინანსური რესურები, რომელიც უახლოეს წლებში გამოყოფილი იქნება ეკონომიკაში დასახული მიზნების მისაღწევად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისთვის შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა. განხილვაში ჩართულები არიან ფინანსთა მინისტრთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრები, ასევე სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები.