ფინანსთა მინისტრი:   საქართველოს საგარეო ვალი 200 მილიონი დოლარით შემცირდება

ფინანსთა მინისტრი: საქართველოს საგარეო ვალი 200 მილიონი დოლარით შემცირდება

საქართველოს საგარეო ვალი 200 მილიონი დოლარით შემცირდება, - ამის შესახებ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. 

მინისტრის ინფორმაციით, მაისიდან დაიწყება საგარეო ვალების გადახდა, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტში ამის რესურსი არსებობს.

ნოდარ ხადურის განმარტებით, სახელმწიფო გადაიხდის ევროობლიგაციების ვალს, რომელიც 40 მილიონს შეადგენს, ასევე დაიფარება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი. ფინანსთა მინისტრის განაცხადებით, ჯამში ქვეყნის საგარეო ვალი 200 მილიონი დოლარით შემცირდება.