თავდაცვის სამინისტრომ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა

თავდაცვის სამინისტრომ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა

თავდაცვის სამინისტრომ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ალასანიას განცხადებით, ეს დოკუმენტი 29 მარტს საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ამის შემდეგ, ჩვენ გადავდივართ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შესრულების ფაზაზე. გაიწერება შესრულების ვადები. ამის შემდეგ შეიქმნება და ამოქმედდება სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უწყებამ არასამათავრობო ორგანიზაციებთან ერთად შექმნა. ეს ჯგუფები მონიტორინგს გაუწევენ იმას, თუ როგორ ხორციელდება რეფორმები უწყებაში", -აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორში ბევრი გამოცდილებაა დაგროვილი და მისი უწყება აპირებს ეს გამოცდილება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის გამოიყენოს.