ცხინვალი ქართულ მხარეს

ცხინვალი ქართულ მხარეს "საზღვრის დელიმიტაციაზე ერთობლივად მუშაობისკენ" მოუწოდებს

ცხინვალი ქართულ მხარეს "საზღვრის დელიმიტაციაზე ერთობლივად მუშაობისკენ" მოუწოდებს.

ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ჟენევის დისკუსიების 23-ე რაუნდის შედეგები მიმოიხილეს.

ჯიოევის თქმით, ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ძალის არგამოყენების თაობაზე განცხადების პროექტს, თუმცა თავადვე დაასამარა ეს ინიციატივა, როდესაც მოითხოვა, იგივე ვალდებულება რუსეთმაც აიღოს.

"ჩვენმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვრის საკითხებს. კერძოდ, ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მავთულხლართებს ვავლებთ საზღვარზე. მათი თქმით, ეს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას ხელს უშლის. მეორეს მხრივ, მათ აღნიშნეს, რომ ჩვენის მხრიდან ისეთი დაღვევები, როგორიცაა ადმინისტრაციული ხაზის (ასე ეძახიან ისინი) გადაკვეთა, მათ აიძულებთ, საგუშაოები გახსნან, როგორც ეს ცოტა ხნის წინ სოფელ ნიქოზში მოხდა. ჩვენი პასუხი იყო, რომ მომავალში ანალოგიური პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად სამხრეთ ოსეთის მხარე საზღვრის გაძლიერების სამუშაოებს ატარებს. ჩვენთვის ეს სახელმწიფო საზღვარია, რომლის გამაგრება სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად ხდება. ჩვენ ერთი მეტრითაც არსად ვარღვევთ საქართველოს ტერიტორიას. მესამედ ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სამხრეთ ოსეთში, პრეზიდენტის ბრძანებულებით, შექმნილია საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია და მოვუწოდებ საქართველოს, ერთობლივი მუშაობისკენ", - განაცხადა ჯიოევმა.